„ქართული ოცნება“ არასწორ ცხენზე კი არ დებს ფსონს, თავად არის არასწორი ცხენი, რომელმაც აიწყვიტა და მოსკოვისკენ გარბის - პაატა მანჯგალაძე
„ქართული ოცნება“ არასწორ ცხენზე კი არ დებს ფსონს, თავად არის არასწორი ცხენი, რომელმაც აიწყვიტა და მოსკოვისკენ გარბის, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან დენიელ ფრიდის განცხადებას.
მისი თქმით, არ შეიძლება რუსეთის და საქართველოს ინტერესი ერთმანეთს ემთხვეოდეს.
„ქართული ოცნება" არასწორ ცხენზე კი არ დებს ფსონს, თავად არის არასწორი ცხენი, რომელიც მოსკოვისკენ გარბის, ამაშია საქმე. ეს ცხენი არ მირბის ბრიუსელში, მოსკოვში გარბის. ძალიან ცუდი ცხენია, აიწყვიტა და მოსკოვისკენ გარბის.
ისტორიაში არასდროს მომხდარა, რომ საქართველოს და რუსეთის ინტერესი დამთხვეოდა ერთმანეთს. რუსეთის ინტერესი არის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი წყაროს - საქართველოს მოქალაქის განადგურება და რაში ვემთხვევით ერთმანეთს?"- განაცხადა მანჯგალაძემ.