"მოსაკლავად მეძებდნენ, გაოგნებული ვარ..." - რატომ იყო პოლიცია მობილიზებული კოსტა სანიკიძის სახლში, გამთენიისას?
"პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის, მონაწილის, კოსტა სანიკიძის სახლში, გამთენიისას, პოლიცია იყო მობილიზებული.
როგორც კოსტა ამბობს, უცხო ადამიანს მისი მოკვლა უნდოდა. ამის შესახებ მან "პრაიმტაიმთან" საუბრისას განაცხადა.
"როგორც მეზობლებმა მითხრეს, კოსტა სანიკიძეს ეძებდნენ მოსაკლავად. დილის 6 საათზე, შედის ვიღაც გვერდით ეზოში, ანუ ბინა ეშლება, კითხულობს, სად არის კოსტა სანიკიძე, უნდა „დავბრიდოო“, თავს ესხმის მეზობელს, მაგრამ მეზობელი ართმევს დანას და ის ადამიანი გარბის.
გამოძიება დაწყებულია. აქ კამერებიც არაა, რადგან გარეუბანში ვცხოვრობ. ეჭვიც არავისზე მაქვს. ამ ქალაქში, სიყვარულის გარდა, არაფერი მიგრძნია. გაოგნებული ვარ, ამ ყველაფრის გამო“, - ამბობს კოსტა სანიკიძე.