ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა
ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა, - ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2022 წლის მარტში შეიტანეს. უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი, საქართველომ კი ევროპული პესპექტივა მიიღო. სტატუსის მოსაპოვებლად ქვეყანას 12 რეკომენდაციის შესრულება დაევალა.