თეგებით ძიება

"დღევანდელი დღე ეკუთვნის ქართველ ხალხს! ჩვენს წინსვლას ევროპისკენ ვერავის და ვერაფერი შეაჩერებს!" - პარტია "საქართველოსთვის“

დღე­ვან­დე­ლი დღე ეკუთ­ვნის ქარ­თველ ხალ­ხს! - მო­გი­წო­დებთ, გა­ვერ­თი­ან­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის! ჩვენს წინსვლას ევ­რო­პის­კენ ვე­რა­ვის და ვე­რა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებს!- ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რი­თაც პარ­ტია, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის თა­ო­ბა­ზე ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ გა­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"მად­ლო­ბა - ქარ­თველ ხალ­ხს!

დღე­ვან­დე­ლი დღე ეკუთ­ვნის ქარ­თველ ხალ­ხს! მად­ლო­ბა თქვენ, რომ არა­ერ­თხელ შე­უ­პოვ­რად და­უმ­ტკი­ცეთ მსოფ­ლი­ოს ის, რომ ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი ევ­რო­პაა და არა რუ­სე­თი! მად­ლო­ბა, რომ ამის­თვის უმ­ძი­მე­სი ფა­სის არა­ერ­თხელ გა­დახ­დის მი­უ­ხე­და­ვად, ურ­ყე­ვად რჩე­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბის ერ­თგუ­ლად და გეს­მით, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­თა­გა­ნის­თვის მშვი­დო­ბა, კე­თილ­დღე­ო­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ევ­რო­პას­თან ერ­თად.

მად­ლო­ბა - ევ­რო­პელ ხალ­ხს!

იმის­თვის, რომ ხე­დავთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ურ­ყევ არ­ჩე­ვანს და ხართ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბი! დიახ, ასე იქ­ცე­ვი­ან მე­გობ­რე­ბი - რომ­ლე­ბიც სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გვერ­დში უდ­გა­ნან სა­კუ­თარ მე­გობ­რებს!

ახლა ერ­თი­ა­ნო­ბის და მუ­შა­ო­ბის დროა!

ახლა ყვე­ლამ, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ და­იბ­რუ­ნოს ლი­დე­რის სტა­ტუ­სი ევ­რო­კავ­შირ­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცეს­ში! ამას ცალ-ცალ­კე ვე­რა­ვინ შეძ­ლებს!

სწო­რედ ერ­თი­ა­ნო­ბაა ახლა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­ვა­ლე­ბა! იმის­თვის, რომ მი­ვაღ­წი­ოთ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის მი­ზანს და აღ­ვას­რუ­ლოთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ოც­ნე­ბა; იმის­თვის, რომ ეს ქვე­ყა­ნა შე­ვიყ­ვა­ნოთ ევ­რო­კავ­შირ­ში და გა­ვი­დეთ სამ­შვი­დო­ბოს ყვე­ლა­ზე მოკ­ლე გზა არის ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვა!

მო­გი­წო­დებთ, გა­ვერ­თი­ან­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის! ჩვენს წინსვლას ევ­რო­პის­კენ ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებს!

ვინც გა­ი­აზ­რებს, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­ვა­ლე­ბას - ძა­ლი­ან კარ­გი, და ვინც ამას ვერ გა­ი­აზ­რებს, ის იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი მტე­რი და ეს იქ­ნე­ბა წყალ­გამ­ყო­ფი ჩვენ­თვის! 2024 წე­ლიც ძა­ლი­ან მალე მოვა!”,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ევ­რო­კო­მი­სია რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭოს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა