თეგებით ძიება

"დაბრუნება მიწევს... ჩემმა შეყვარებულმა ხელის მოწერა შემომთავაზა" - ნახეთ, ვინ არის კესო ბერუაშვილის რჩეული

"პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილის, კესო ბერუაშვილის ცხოვრებაში სიახლეებია.

"ჩემი ევროპაში ყოფნის პერიოდი იწურება, 3 თვე უკვე გადის. მე უნდა დავბრუნდე ან საქართველოში, ან სხვა ქვეყანაში, მაგალითად, თურქეთში ჩამოვიდე. ჩემი შეყვარებული გერმანიაშია და არ უნდა, რომ წავიდე. რადგან ურთიერთობა გვაქვს, მოდი, ხელი მოვაწეროთ, იქნებ ასე დარჩე და აქ იცხოვროო. დავრეკეთ საელჩოებში, მოვიძიეთ ინფორმაცია, ნურას უკაცრავად, ასე მარტივად არ არის ყველაფერი.

პირველი, რასაც კატეგორიულად ითხოვენ, გერმანული ენის საბაზისო ცოდნაა. საბუთები, ანგარიშის ამონაწერები, ეს მარტივია. თუ იცით უფრო სწრაფი, მარტივი გამოსავალი, იქნებ დამეხმაროთ...“ - ამბობს კესო ბერუაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა