თეგებით ძიება

მკვლელობა ქორწილში - პოლიციამ ერთი პირი დააკავა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 29 წლის მამაკაცი თანასოფლელმა მოკლა. შემთხვევა სოფელ ქეშალოში, გვიან, ღამით ქორწილში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფულთან დაკავშირებით დაიწყო, რაც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, მკვლელობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოხდა.

დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

წყარო: ინტერპრესნიუსი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა