თეგებით ძიება

თბილისში, ერთ-ერთ ბართან დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

"რატის ბარის" მიმდებარე ტერიტორიაზე 12 ნოემბერს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ "რატის ბართან" მომხდარი ჩხუბის შედეგად 3 ადამიანი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ სოციალურ ქსელში მოქალაქე საბა მარგიანმა გაავრცელა. მისი თქმით, ერთ-ერთი დაშავებული კეფასა და ზურგში, ფილტვთან ახლოს არის დაჭრილი, მეორე ხელის კუნთში. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

"რატის ბარი. გუშინ [12 ნოემბერს] გვიან შევესწარით ამ ფაქტს,რამაც სრულიად დაგვაგდო ყველა, უმოწყალოდ ყველანაირი ადამიანობის გარეშე 30-მდე პირმა დანით დაჭრა 3 ახალგაზრდა. ერთი კეფაში და ზურგში ფილტვთან ახლოს არის დაჭრილი, მეორე ხელის კუნთში… (ფოტოებშიც ჩანს) რომ არა იმ წუთას თორნიკე აკოფაშვილი, ადგილზევე ორივე მათგანი სისხლისგან დაიცლებოდა, სასწრაფომ დააგვიანა, მიუხედავად იმისა იცოდნენ რაც ხდებოდა. ხალხის და გამვლელების რეაგირება ამ ყველაფერთან დაკავშირებით ნულოვანი იყო. უამრავი რაოდენობის კრიმინალი ქვეყანაში... ბოდიში მძიმე ფოტოებისთვის", - წერდა საბა მარგიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა