თეგებით ძიება

„მეზობლებმა მითხრეს, მოსაკლავად გეძებდნენო...“- რას ჰყვებოდა დაჭრამდე ცოტა ხნით ადრე კოსტა სანიკიძე?

დღეს, თბილისში მომღერალი კოსტა სანიკიძე დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. კოსტასთან სახლში მივიდნენ და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, კოსტა სანიკიძეს „პრაიმტაიმი" გაესაუბრა - ინტერვიუში „პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის მონაწილე ამბობს, რომ  უცხო ადამიანს მისი მოკვლა უნდოდა.

„როგორც მეზობლებმა მითხრეს, კოსტა სანიკიძეს ეძებდნენ მოსაკლავად. დილის 6 საათზე, შედის ვიღაც გვერდით ეზოში, ანუ ბინა ეშლება, კითხულობს, სად არის კოსტა სანიკიძე, უნდა „დავბრიდოო“, თავს ესხმის მეზობელს, მაგრამ მეზობელი ართმევს დანას და ის ადამიანი გარბის.

გამოძიება დაწყებულია. აქ კამერებიც არაა, რადგან გარეუბანში ვცხოვრობ. ეჭვიც არავისზე მაქვს. ამ ქალაქში, სიყვარულის გარდა, არაფერი მიგრძნია. გაოგნებული ვარ, ამ ყველაფრის გამო“,- ამბობს კოსტა სანიკიძე. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა