თეგებით ძიება

რა გახდა კოსტა სანიკიძის მკვლელობის მცდელობის მიზეზი? - მსახიობი, სავარაუდოდ, დღეს გამოიკითხება

დღეს გახდება ცნობილი რა გახდა მსახიობ, კოსტა სანიკიძის მკვლელობის მცდელობის მოტივი. 24 წლის დაკავებული გიორგი გველესიანი ბრალის წარდგენას იზოლატორში ელოდება.

გველესიანი სანიკიძეს ერთი კვირის წინაც ემუქრებოდა.  პოლიციაში მსახიობს განცხადებაც ჰქონდა დაწერილი, თუმცა ვიდრე საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობამდე არ მივიდა, პოლიციამ არ იმოქმედა.

სანიკიძეს მეგობრები ამბობენ, რომ გველესიანს არ იცნობენ. მასთან ნაცნობობას თავად კოსტა სანიკიძეც უარყოფს. ამის შესახებ მან საკუთარ დედას უთხრა.

არავინ არ ვიცით  ვინ არის ეს პიროვნება, რას წარმოადგენს. არც სახელი და გვარი გვეცნობა, არც ვიზუალურად გვეცნობა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ კოსტა ამ პიროვნებას საერთოდ არ იცნობს. არც ვიცით ვინ არის და რას წარმოადგენს და შესაბამისად, მოტივიც ვერ გვეცოდინება. დედა შეესწრო, იმიტომ, რომ დილის 7 ის ნახევარზე იყო სახლში შესული და რა თქმა უნდა, დედაც სახლში იყო. მტერი არავინ ჰყავდა, - ამბობს სანიკიძის მეგობარი. 

ექიმების ცნობით, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას დღეს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ. დიდი ალბათობით სწორედ პალატაში გადაყვანის შემდეგ გამოჰკითხავენ დაზარალებულს გამომძიებლები. 

შეგახსენებთ, რომ მსახიობ კოსტა სანიკიძეს თავს საკუთარ სახლში ორი დღის წინ გამთენიისას დაესხნენ. მას ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული. 

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ ცხელს კვალზე 24 წლის მამაკაცი დააკავა.  


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა