თეგებით ძიება
20. 11. 2023 ვიდეო

როგორია კოსტა სანიკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - რას ამბობს ექიმი? (ვიდეო)

ექიმების ცნობით, დაჭრილი მსახიობის, კოსტა სანიკიძის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის საკუთარი სახლის ეზოში დაჭრეს. ფაქტს დედა და მცირეწლოვანი ბავშვი შეესწრო. 

ექიმი ამბობს, რომ სანიკიძეს დღეს პალატაში გადაიყვანენ და გამორიცხული არაა, რომ პოლიციამ ის დღესვე გამოკითხოს.

"ამ ეტაპზე პაციენტი კონტაქტურ-ადეკვატურია. იმყოფება პოსტოპერაციულ სივრცეში, უკვე დატოვებს მალე, იმიტომ, რომ მისი მდგომარეობა გვაძლევს ამის საშუალებას და გადავა საპალატე სივრცეში. მონაცემები სტაბილურია, ანალიზები ნორმის ფარგლებშია", - ამბობს ექიმი.

ცნობილია, რომ დაკავებულია 24 წლის გიორგი გველესიანი, რომელსაც სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. გამოძიება მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა