თეგებით ძიება

"პირველად სახლი შეეშალა, მეორედ ზუსტ მისამართზე მივიდა" - რას ამბობს კოსტა სანიკიძის დაჭრის ფაქტზე მისი მეგობარი?

ექიმების ცნობით, დაჭრილი მსახიობის, კოსტა სანიკიძის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის საკუთარი სახლის ეზოში დაჭრეს. ფაქტს დედა და მცირეწლოვანი ბავშვი შეესწრო. 

ექიმი ამბობს, რომ სანიკიძეს დღეს პალატაში გადაიყვანენ და გამორიცხული არაა, რომ პოლიციამ ის დღესვე გამოკითხოს. საქმეზე დაკავებულია 24 წლის გიორგი გველესიანი, რომელსაც სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ ბრალს. გამოძიება მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

"საუბრობს, მაგრამ ამ თემაზე არ იყო საუბარი, შესაბამისად არც მე ვიცი ზუსტად სიმართლე გითხრათ რა ჰქონდათ კომუნიკაცია. მტერი არ ჰყავდა, კოსტა უკარგესი, უკეთილესი პიროვნებაა, შესაბამისად, მტრებიც არ ჰყავდა. მართლა არ ვიცით არავინ რა იყო მოტივი. ეს სახელი და გვარი, არავის არაფერს არ გვეუბნება. პირველად რომ იყო სახლი შეეშალა, მეორედ უკვე ზუსტ მისამართზე მივიდა", - ამბობს სანიკიძის მეგობარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა