თეგებით ძიება

"მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს..." - რას ამბობს კოსტა სანიკიძეზე თავდამსხმელის მამა? (ვიდეო)

პირველი ინტერვიუ კოსტა სანიკიძის თვითმკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულის მამასთან - თამაზ გველესიანი "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ შვილი სახლიდან გაეპარა.

დაკავებულის ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, რა გახდა სანიკიძის  მკვლელობის მცდელობის მოტივი.

თამაზ გველესიანი ამტკიცებს, რომ მის შვილს "მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს". მისივე თქმით, გიორგი გველესიანს და კოსტა სანიკიძეს არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებთ. 

თამაზ გველესიანის განცხადებით, მისთვის ისიც კი არ იყო ცნობილი, რომ 24 წლის გიორგი გველესიანმა მსახიობზე თავდასხმა 10 დღის წინათაც სცადა. 

მძიმედ დაჭრილ მსახიობს ახლა სამართალდამცველები პალატაში კითხავენ.

თავდამსხმელი კი ზაჰესის იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება, მას ცოტა ხანში ადვოკატი შეხვდება.  დაკავებულის უფლებადამცველი კატეგორიულად გამორიცხავს ქალის გამო კონფლიქტს, თუმცა "პირველებს" დაჭრილი მსახიობის მეგობრები სულ სხვა ვერსიას უყვებიან.

"ტვ პირველiს" ინფორმაციით, გველესიანი სანიკიძეს ერთი კვირის წინაც ემუქრებოდა.  პოლიციაში მსახიობს განცხადებაც ჰქონდა დაწერილი, თუმცა ვიდრე საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობამდე არ მივიდა, პოლიციამ არ იმოქმედა.

სანიკიძეს მეგობრები ამბობენ, რომ გველესიანს არ იცნობენ. მასთან ნაცნობობას თავად კოსტა სანიკიძეც უარყოფს. ამის შესახებ მან საკუთარ დედას უთხრა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობ კოსტა სანიკიძეს თავს საკუთარ სახლში ორი დღის წინ გამთენიისას დაესხნენ. მას ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული. 

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ ცხელს კვალზე 24 წლის გიორგი გველესიანი დააკავა.  


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა