თეგებით ძიება
20. 11. 2023 ვიდეო

"6 საათზე სახლში იყო, მე ვუწექი გვერდით, მერე დამეძინა და გამეპარა... კოსტას არ იცნობდა" - რას ამბობს კოსტა სანიკიძის დაჭრის საქმეზე დაკავებული გიორგი გველესიანის მამა? (ვიდეო)

მომ­ღე­რალ კოს­ტა სა­ნი­კი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნის მამა ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლი სა­ნი­კი­ძეს არ იც­ნობ­და. რო­გორც ის ამ­ბობს, არა­ფე­რი იცო­და მა­ნამ­დე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, როცა მისი შვი­ლი შეც­დო­მით სა­ნი­კი­ძის მე­ზობ­ლის სახ­ლში შე­იჭ­რა,

"მეც მერე გა­ვი­გე ეს ყვე­ლა­ფე­რი, როცა ტე­ლე­ვი­ზი­ით გავ­რცელ­და ამ­ბა­ვი. პირ­ვე­ლი თავ­დას­ხმის შე­სა­ხე­ბაც არა­ფე­რი ვი­ცო­დი. რო­გორც თქვენ ხართ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი, ისე ვარ მეც. რთუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ ასეთ რა­ღა­ცას არც მე და არც მე­გობ­რე­ბი არ ვე­ლო­დით. ვი­საც ვკი­თხე - მის მე­გობ­რებს, ახ­ლობ­ლებს, ნაც­ნო­ბებს რომ იც­ნობ­დნენ თუ არა კოს­ტას, ან გი­ორ­გი თუ იც­ნობ­და მას­თქო, ყვე­ლამ თქვა, რომ ეკ­რა­ნი­დან იცოდ­ნენ. ეს რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყავ­და (მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა) ფაქ­ტობ­რი­ვად მე ვუ­წე­ქი გვერ­დით. 6 სა­ათ­ზე სახ­ლში იყო. მერე და­მე­ძი­ნა, და გა­მე­პა­რა 7 სა­ა­თის­კენ" - ამ­ბობს თა­მაზ გვე­ლე­სი­ა­ნი "ტვ პირ­ველ­თან" 24 წლის ბრალ­დე­ბუ­ლის მამა.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ დი­ლით მომ­ღე­რა­ლი კოს­ტა სა­ნი­კი­ძე, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­ა­ლი­თი შოუ, "პრა­იმ ჰა­უ­სი­დან" გა­იც­ნო, სა­კუ­თარ სახ­ლში დაჭ­რეს. შემ­თხვე­ვა გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, მომ­ღე­რა­ლი დე­დის თვალ­წინ, სა­კუ­თარ სახ­ლში დაჭ­რეს. მას ხუთი ჭრი­ლო­ბა მუც­ლის არე­ში ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა