თეგებით ძიება

სანთლები წაიღო დასანთებად, მოკიდეს ხელი და წაიყვანეს ოკუპანტებმა. მასთან ერთად ჩემი შვილიშვილია - გატაცებულის დედა

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან გატაცებულ საქართველოს მოქალაქეებზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ოკუპანტებმა მამა-შვილი ხვიჩა და გიორგი კორინთელები და მათივე თანასოფლელი გიორგი მელაძე გაიტაცეს.

როგორც „ქრონიკას“ მაყვალა კორინთელმა განუცხადა, მისი ვაჟი და შვილიშვილი იმ დროს გაიტაცეს, როცა ისინი წმინდა გიორგის სახელობის სალოცავში, სანთლების დასანთებად ავიდნენ.

„გიორგობის მეორე დღე იყო. სანთლები წაიღო დასანთებად [შვილმა]. ავიდა, დაანთო, მოკიდეს ხელი  და წაიყვანეს. მასთან ერთად შვილიშვილია ჩემი“, - ამბობს მაყვალა კორინთელი.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა