სად გაქრა წვერიანი ქალი? - ნახეთ კონჩიტა ვურსტის მორიგი გარდასახვა (ფოტოები)
თანამედროვე მსოფლიოში ეპატაჟურობა გარკვეუწლილად, ცხოვრების წესად იქცა. ავსტრიელი მომღერალი კონჩიტა ვურსტი მსოფლიომ მას შემდეგ გაიცნო, რაც მან ევროვიზია 2014-ზე საკუთარი ქვეყნის სახელით სიმღერა Rise Like a Phoenix შეასრულა და მაყურებლის გადაწყეტილებით, გამარჯვებული გახდა. ევროვიზიის დასრულების შემდეგ კონჩიტას სახელი ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა, თუმცა ბევრს დღესაც აინტერესებს სად გაქრა და ამჟამად რას საქმიანობს კონჩიტა?
ვინ არის კონჩიტა ვურსტი?
ავსტრიელ მომღერალ თომას ნოივირტს არავინ იცნობდა, სანამ იმიჯის რადიკალურად შეცვლა არ გადაწყვიტა. 2011 წლიდან თომასმა წვერიანი ლათინოამერიკელი ქალის იმიჯი მოირგო და კონჩიტა ვურსტი გახდა. ტომასი საზოგადოებას თავისი მდიდრული, დეკოლტიანი კაბებით და გამომწვევი მაკიაჟით შოკში აგდებდა. ეპატაჟურობამ თომასს სასურველი შედეგი მოუტანა და წვერიანი ქალი ევროვიზიის გამარჯვებული გახდა.
თომასს ქალის ტანსაცმელი და კოსმეტიკა მოზარდობის ასაკიდან აინტერესებდა. როდესაც ბიჭი სრულწლოვანი გახდა, ახლობლებს გამოუცხადა, რომ არატრადიციული ორიენტაცია აქვს. მოგვიანებით მისი ეპატაჟური სახისთვის გამოგონილი ბიოგრაფიაც კი დაიწერა. ამას შესანიშნავი ვოკალური მონაცემები და მიმზიდველი გარეგნობაც დაემატა და თომასმა მსოფლიო პოპულარობა და მილიონობით ადამიანის სიყვარული მოიპოვა.
სად გაქრა კონჩიტა?
თავდაპირველად, ევროვიზია 2014-ის გამარჯვებული გასტროლებზე დადიოდა და მედიაში ხშირად ჩნდებოდა, შემდეგ კი ერთბაშად გაქრა. ამბობდნენ, რომ „წვერიანმა ქალმა“ იმიჯი შეცვალა. 2019 წელს თომასმა საჯაროდ განაცხადა, რომ კონჩიტას გარსში თავს არაკომფორტულად გრძნობს და თავისი იდენტობის დაბრუნება უნდა. ერთ მშვენიერ დღეს კი საზოგადოების წინაშე ჩვეულებრივი, სიმპათიური ბიჭი გამოჩნდა.
ასეთმა რადიკალური ცვლილებების შემდეგ თავდაპირველად, თომასის მიმართ ინტერესი გაიზარდა. თომასით განსაკუთრებით ქალთა აუდიტორია მოიხიბლა. მომღერალი როგორც კი მისი პერსონის მიმართ ინტერესი შემცირებას შენიშნავდა, ახალ ექსპერიმენტს მიმართავდა და იმიჯს იცვლიდა. ასეთი ეშმაკობის წყალობით თომასმა არა მარტო თაყვანისმცემლების სიყვარული, არამედ პრესის ყურადღებაც შეინარჩუნა.
თომასი თავის თაყვანისმცემლებს მოწყენის საშუალებას არ აძლევს. მან თმა და წვერი ჯერ გაიპარსა, შემდეგ ისევ გაიზარდა. დღეს ის საკუთარ თავს კონჩიტას აღარ უწოდებს. მას მამაკაცური თმის ვარცხნილობა და წვერი აქვს, მაგრამ მკვეთრ მაკიაჟს და გამომწვევს სამოსს დაუბრუნდა. ნოივირტის საჯარო აღიარებას, რომ ის აივ-დადებითია, დიდი სკანდალი მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა მას მხარი დაუჭირა, ნაწილმა კი დაგმო, მაგრამ თონასს სხვების აზრი არ აინტერესებს და ძველებურ ცხოვრებას აგრძელებს..