თეგებით ძიება

საიდან მოდის ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია

ახა­ლი წელი - დე­და­მი­წა­ზე არ­სე­ბუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ძვე­ლია. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მისი აღ­ნიშ­ვნის ტრა­დი­ცია ფეს­ვებს შო­რე­უ­ლი წარ­სუ­ლი­დან იღებს. ამას­თან, ახა­ლი წლის აღ­ნიშ­ვნის გზე­ბი წლებ­თან ერ­თად თით­ქმის არ შეც­ვლი­ლა. ახა­ლი წლის აღ­ნიშ­ვნა ადა­მი­ა­ნებ­მა მა­შინ და­ი­წყე­ეს, რო­დე­საც მიხ­ვდნენ, რომ სამ­ყა­როს პე­რი­ო­დუ­ლი გა­ნახ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ­სე­ბობს.

ამო­სა­ვალ წერ­ტი­ლად, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბი­ო­კოს­მო­სურ რით­მებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა იქცა: ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ფერს აქვს და­სა­წყი­სი და და­სას­რუ­ლი, მთვა­რე ივ­სე­ბა და შემ­დეგ, მისი გა­ნახ­ლე­ბა ხდე­ბა, ბუ­ნე­ბა ცო­ცხლდე­ბა გა­ზა­ფხულ­ზე და კვდე­ბა ზამ­თარ­ში. დროს და კა­ცობ­რი­ო­ბას ესა­ჭი­რო­ე­ბა პე­რი­ო­დუ­ლი გა­ნახ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ახალ წელს ხდე­ბა. სხვა­დას­ხვა ხალ­ხებ­სა და ტო­მებ­ში ახა­ლი წლის დად­გო­მა გან­სხვა­ვე­ბულ დროს აღი­ნიშ­ნე­ბო­და, თუმ­ცა, ამ დღე­სას­წა­ულს ყვე­ლა ხალ­ხებ­ში ერთი რამ აერ­თი­ა­ნებ­და - ახალ წელს კვდე­ბა ძვე­ლი სამ­ყა­რო, ყვე­ლა ცუდ მოვ­ლე­ნას­თან ერ­თად და იბა­დე­ბა ახა­ლი სამ­ყა­რო.

არ­ქა­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­ში სამ­ყა­როს შექ­მნა ყო­ველ­წლი­უ­რად ხდე­ბო­და, ზოგ­ჯერ წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მეც კი. მე­სო­პო­ტა­მი­ა­ში ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე მე­სა­მე ათას­წლე­ულ­ში ახალ წელს გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ა­ო­ბის დროს ხვდე­ბოდ­ნენ. ით­ვლე­ბო­და, რომ ამ დროს, ცის ღმერ­თი მარ­დუ­კი იმარ­ჯვებ­და დრა­კონ ტი­ა­მატ­ზე, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ქა­ო­სის გან­სა­ხი­ე­რე­ბას წარ­მო­ად­გენ­და. მო­პო­ვე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, მარ­დუ­კი ტი­ა­მა­ტის სხე­ულს ორ ნა­წი­ლად ყოფ­ნა, ქვე­და ნა­წი­ლის­გან იქ­მნე­ბო­და დე­და­მი­წა, ზედა ნა­წი­ლის­გან ცა, ხოლო დე­მო­ნი კინ­გუს სის­ხლის­გან - ადა­მი­ა­ნი.

ძველ ეგ­ვიპ­ტე­ლებ­ში ახა­ლი წელი ახა­ლი სამ­ყა­როს შექ­მნის სიმ­ბო­ლოს წარ­მო­ად­გენ­და. მას ნი­ლო­სის მი­მოქ­ცე­ვის პე­რი­ოდ­ში აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ­ლის წყლე­ბიც ყვე­ლა­ფერ ცუდს ჩა­მო­რე­ცხავ­დნენ, ხოლო მდი­ნა­რის მიერ მო­ტა­ნი­ლი ლამი აყ­ვა­ვე­ბის და კარ­გი მო­სავ­ლის სიმ­ბო­ლოდ მი­იჩ­ნე­ო­და. ის­რა­ელ­ში, ახალ წელს ღმერ­თი იაჰვე ქა­ო­სის ძა­ლებ­თან ბრძო­ლა­ში იმარ­ჯვებ­და და მსოფ­ლი­ოს მბრძა­ნე­ბე­ლი ხდე­ბო­და, რისი წყა­ლო­ბი­თაც სამ­ყა­როს გა­ნახ­ლე­ბა ხდე­ბო­და.

წი­ნაქ­რის­ტი­ა­ნულ პე­რი­ოდ­ში, მრა­ვა­ლი ინ­დო­ევ­რო­პე­ლი ხალ­ხე­ბი ახა­ლი წლის დად­გო­მას ზამ­თრის ბუ­ნი­ო­ბის დროს აღ­ნიშ­ნავ­დნენ. მე­სა­მე სა­უ­კუ­ნე­ში, ქრის­ტი­ან­მა ის­ტო­რი­კო­სებ­მა ახა­ლი წლის და­წყე­ბად 1 მარ­ტი მი­იჩ­ნი­ეს, ხოლო მე­ხუ­თე სა­უ­კუ­ნი­დან ამ სტილ­ზე ევ­რო­პის მრა­ვა­ლი ქვე­ყა­ნა გა­და­ვი­და. მე­ო­თხე სა­უ­კუ­ნე­ში რო­მის იმ­პე­რი­ა­ში, წელ­თაღ­რი­ცხვა 25 დე­კემ­ბრი­დან და­ი­წყეს, ანუ, ქრის­ტე­შო­ბი­დან.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 1492 წელი "სა­ბე­დის­წე­როდ", ქვეყ­ნი­ე­რე­ბის აღ­სას­რუ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და. მი­ზე­ზი ებ­რა­ე­ლი და ქრის­ტი­ა­ნი სწავ­ლუ­ლე­ბი გახ­დნენ, რომ­ლე­ბიც თით­ქოს­და, ბიბ­ლი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ სამ­ყა­რო მხო­ლოდ 6 000-7 000 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იარ­სე­ბებ­და. ქვეყ­ნი­ე­რე­ბის აღ­სას­რუ­ლის რწმე­ნა იმ­დე­ნად დიდი იყო, რომ რო­მა­უ­ლი და რუ­სუ­ლი კა­ლენ­დრე­ბი 1492 წლით შე­მო­ი­ფარ­გლ­ნენ. თუმ­ცა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, აღ­სას­რუ­ლი არ დად­გა და მსოფ­ლი­ომ ჩვე­ულ რითმში გა­აგ­რძე­ლა არ­სე­ბო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა თოვ­ლის ბა­ბუ­ას, თოვ­ლის ბა­ბუ­ის წი­ნაპ­რე­ბად ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში "ად­გლობ­რი­ვი" ჯუ­ჯე­ბი მი­იჩ­ნე­ოდ­ნენ. ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ის მი­ხედ­ვით, თოვ­ლის ბა­ბუ­ის პრო­ტო­ტიპს სავ­სე­ბით რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი წარ­მო­ად­გენ­და, რო­მე­ლიც მე­ო­თხე სა­უ­კუ­ნე­ში, თურ­ქე­თის ქა­ლაქ მი­რა­ში ცხოვ­რობ­და, სა­ხე­ლად ნი­კო­ლო­ზი. ხმე­ბის თა­ნახ­მად, იგი ძა­ლი­ან კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. ერთხელ მან გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხის სამი ბავ­შვი გა­და­არ­ჩი­ნა სიკ­ვდილს, რო­დე­საც მათ სახ­ლში ფან­ჯრი­დან ოქრო შე­ყა­რა. სიკ­ვი­ლის შემ­დეგ, ნი­კო­ლო­ზი წმინ­და­ნად აკურ­თხეს. შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, ნი­კო­ლო­ზო­ბას, ანუ 19 დე­კემ­ბერს ბავ­შვე­ბის­თვის სა­ჩუქ­რე­ბის ჩუ­ქე­ბის ტრა­დი­ცია და­წეს­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ტრა­დი­ცი­ამ ახა­ლი წლის დღე­ბის­კენ გად­მო­ი­ნაც­ვლა. მო­ხუცს ყველ­გან სხვა­დას­ხვა სა­ხელს ეძა­ხი­ან: ეს­პა­ნეთ­ში - პაპა ნო­ე­ლი, რუ­მი­ნეთ­ში - მოშ ჯა­რი­ლე, ჰო­ლან­დი­ა­ში - სინ­ტე-კლა­სი, ინ­გლის­სა და ამე­რი­კა­ში - სან­ტა-კლა­უსს, ხოლო ჩვენ­თან - თოვ­ლის ბა­ბუ­ას.

თოვ­ლის ბა­ბუ­ას­თან ერ­თად, ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლის უც­ვლე­ლი ატ­რი­ბუ­ტი ნაძ­ვის ხეა, რო­მე­ლიც ოდით­გან­ვე წარ­მო­ად­გენ­და ადა­მი­ა­ნი­სა და ბუ­ნე­ბის კავ­ში­რის, გა­ნახ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოს. დიდი ხნით ადრე, სა­ნამ ადა­მი­ა­ნე­ბი შო­ბის აღ­ნიშ­ვნას და­ი­წყებ­დნენ, ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტის მო­სახ­ლე­ო­ბას, დე­კემ­ბრის ყვე­ლა­ზე ხან­მოკ­ლე დღეს სახ­ლში პალ­მის მწვა­ნე რტო­ე­ბი შე­მოჰ­ქონ­დათ, რო­გორც სი­ცო­ცხლის სიკ­ვდილ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის სიმ­ბო­ლო. რო­მა­ე­ლე­ბი მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის ღმერ­თის პა­ტივ­სა­ცე­მად, სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლის, სა­ტურ­ნა­ლი­ის დროს, სახ­ლებს მწვა­ნე ფოთ­ლე­ბით რთავ­დნენ. ნაძ­ვის ხის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი წე­რი­ლო­ბი­თი "სა­ბუ­თი" 16 სა­უ­კუ­ნე­ში გაჩ­ნდა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ქა­ლაქ სტრას­ბურ­გის მო­სახ­ლე­ო­ბა ნაძ­ვის ხე­ებს ფე­რა­დი ქა­ღალ­დე­ბით, ხი­ლით და ტკბი­ლე­უ­ლით რთავ­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ტრა­დი­ცია მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა