თეგებით ძიება
04. 01. 2024 ვიდეო

იარაღი, რომლითაც გუგა გოცირიძე TBC ბანკში შეიჭრა, სათამაშო აღმოჩნდა - ახალი დეტალები (ვიდეო)

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თბს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაკავებული 39 წლის გუგა გოცირიძე, რომელიც წარსულშიც ნასამართლევია. მას ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ გააცნობენ.

"მთავარის" ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალდება მის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. გოცირიძის პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია, მას ჯერ არ ჰყავს ადვოკატი. 

"მთავარისთვის" ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელს ნამდვილი ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია და ის სათამაშო იარაღი იყო. შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს. 

ამჟამად მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. გოცირიძეს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა