თეგებით ძიება

ქვეყანაში რესპირატორული ვირუსების შემთხვევები იზრდება - მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც

ქვეყანაში რესპირატორული ვირუსების შემთხვევები იზრდება. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც.

ექიმების ინფორმაციით, ძირითადად H1N1 და H1N3 ვირუსები ცირკულირებს, რომლის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილი და გამოხატული სისუსტე.

როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, მთავარი რეკომენდაციები ტემპერატურის კონტროლი, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და გართულების შემთხვევაში ექიმისთვის მიმართვიანობაა.

„პრაქტიკულად გაორმაგებულია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა. ახლა ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს ტემპერატურა 38 და მეტი, ძლიერი თავისტკივილი, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკბილი, საერთო სისუსტე; ბავშვებში ამას ემატება საკვებზე უარის თქმა, მომატებული ძილიანობა ან ჭირვეულობა - ყველაფერი ეს მიუთითებს გრიპის ვირუსის არსებობაზე. ამიტომ განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში ეს შემთხვევა უნდა იყოს არა მხოლოდ ოჯახის წევრების, არამედ ექიმის მიერაც მართული“, - აღნიშნა ჩხაიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა