"ძაღლმა ჩვენი ქათმები შეჭამა და ძროხა დაკბინა, გამწარდა ჩემი შვილი და ასე სცემა, აბრალებდნენ, რომ მეხუთე კლასელზე იძალადა" - რას ამბობს ძაღლზე მოძალადე კაცის დედა? (ვიდეო)
არის თუ არა ძაღლზე ძალადობისთვის დაკავებული პედოფილი? - შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება მარნეულის ერთ-ერთი სოფლიდან არ შესულა.
წყაროს ცნობით, რომ მეხუთე კლასელი გოგონას ოჯახი ამბის გახმაურებას მოერიდა. სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაული რამდენიმე კვირის წინ მოხდა.
ირკვევა, რომ 50 წლამდე კაცი, არიფ გოიუშოვი სამი დღის წინ, სასტიკად სცემეს. სავარაუდოდ, მას სკოლის მოსწავლის ოჯახის გაუსწორდა.
"მთელი ჩემი ქათმები ძაღლმა შეჭამა, ძროხაც დაკბინა, 10 ზე მეტი ქათამი მოკლა, ძალიან გამწარდა ჩემი შვილი და ასე სცემა, ეს ამბავი დაახლოებით ორი თვის წინ მოხდა, ვიდეო ვინ გადაიღო არ ვიცი.
ახლა გამოააშკარავეს, ჩემი შვილი გუშინ წინ მოტყუებით გაიყვანეს ხევში და დაახლოებით 5-მა პირმა სასტიკად სცემა, დანას ეძებდნენო თქვა ჩემმა შვილმა მოკვლა უნდოდათო, სასტიკად ნაცემი სახლში მოიყვანეს პოლიცია რომ მოვიდა, ჩემი შვილი საწოლში იყო - ნაცემი, ბრალი დასდეს თითქოს მეხუთე კლასელზე იძალადა, ეს ტყუილია, გოგოს ბებია იყო ჩვენთან მოსული და ვუთხარი, ჩემი შვილი ამას არ იზამდა, გაუგებრობაათქო. ვფიქრობ, ეს ვიდეო იმისთვის გამოაქვეყნეს, რომ ცემის ამბავი გადაეფარათ", - ამბობს პირველებთან დაკავებულის დედა.
შეგახსენებთ, რომ ცხოველზე სასტიკო მოპყრობის ვიდეო გუშინ, გვიან ღამით გავრცელდა. რამდენიმე საათის წინ, ძაღლზე ძალადობისთვის შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
არიფ გოიუშოვი დაკავებულია, მარნეულში ერთ მძიმე დანაშაულზე საუბრობენ. ადგილობრივების მტკიცებით, კაცმა 13 წლის გოგონა სექსუალურად შეავიწროვა.