თეგებით ძიება
12. 01. 2024 მსოფლიო

უკრაინის პარლამენტიდან მობილიზაციის ახალი კანონი გაიწვიეს

უკრაინის პარლამენტიდან სამხედრო მობილიზაციის კანონი გაიწვიეს.  აღნიშნული კანონმდებლობა ითვალისწინებდა სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების შემთხვევაში სასჯელის გამკაცრებას და რეზერვისტების ასაკის 27 წლიდან 25-მდე დაწევას. 

მთავრობის მიერ წარდგენილ კანონმდებლობას პარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტი განიხილავდა. 

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სურვილი იყო,  450 000 - 500 000-მდე მოქალაქის მობილიზება, თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილ კანონმდებლობას საზოგადოებისგან და პოლიტიკოსებისგან კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის, მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგანაც. პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის ლიდერის, დავით არახამიას თქმით, წარდგენილი კანონმდებლობის კონკრეტული ნაწილები "პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებებს". 

კრიტიკის მიუხედავად, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა აღნიშნა, რომ ომის დროს მიუღებელია მობილიზაციის საკითხის პოლიტიზირება და შეჩერება. 

უმეროვმა Facebook-ზე ასევე დაწერა, რომ ახალი კანონმდებლობა უკვე მზად არის და მას შემდეგ რაც მას მთავრობა განიხილავს, ის კვლავ წარედგინება პარლამენტს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა