თეგებით ძიება

„ვგრძნობ, რომ გამოხმაურება საჭიროა“ - Edison Reasearch-ის ვიცე-პრეზიდენტი ტვ იმედს პასუხობს

Edison Reasearch-ის ვიცე-პრეზიდენტი, რობ ფარბმანი Facebook-ზე ტვ იმედის სტატუსს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავს სიბინძურეს არასოდეს პასუხობს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ტელეკომპანია იმედი სამთავრობო არხია გრძნობს, რომ გამოხმაურება საჭიროა.

"ედისონმა აშშ-ის არჩევნებშიც ააცილა", - წერს ტვ იმედი.

ფარბმანი აღნიშნავს, რომ განსხვავება საქართველოსა და აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს შორის ის არის, რომ შეერთებული შტატების არჩევნები გაყალბებისგან თავისუფალი იყო.

"Edison Research-ის შედეგები გამოკითხვის დახურვის დროს - 50% ტრამპი, 50% ჰარისი - იყო. ამასთან, Edison-მა სამშაბათიდან მოყოლებული 600-ზე მეტი სხვადასხვა დაპირისპირების გამარჯვებული დაასახელა და არც ერთხელ არ შემცდარა.  განსხვავება საქართველოსა და აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს შორის ის არის, რომ შეერთებული შტატების არჩევნები გაყალბებისგან თავისუფალი იყო", - წერს Edison Reasearch-ის ვიცე-პრეზიდენტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა