თეგებით ძიება

ევროპელი ფერმერები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ღორების ღრუტუნის შინაარს გაიგებენ

ევროპელმა მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის ახალი ალგორითმი შექმნეს, რომელსაც ღორების ემოციების ამოცნობა მათ მიერ გამოშვებული ბგერების მიხედვით შეუძლია.

ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

დანიის, ჩეხეთის, გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთისა და ნორვეგიის უნივერსიტეტების მეცნიერებმა ღორების ათასობით ხმა სხვადასხვა სიტუაციაში, მაგალითად, თამაშის ან საკვებისთვის ბრძოლის დროს ჩაწერეს. გაანალიზების შედეგად მოკლე ღრუტუნი სიხარულად, გრძელი ღრუტუნი კი დისკომფორტად იქნა ინტერპრეტირებული. მაღალი ხმები, როგორიც არის ჭყვიტინი, სტრესს უკავშირდება. ეს მონაცემები ხელოვნური ინტელექტის სწავლებისთვის გამოიყენეს.

ალგორითმმა, ასევე, აჩვენა, რომ ღორები, რომლებიც გარეთ ან ორგანულ ფერმებში ცხოვრობენ, ჩვეულებრივ ფერმებში მყოფ ღორებთან შედარებით, სტრესს ნაკლებად განიცდიან.

უახლოეს მომავალში მეცნიერები აპირებენ მობილური აპლიკაციის შექმნას, რომლის მეშვეობითაც ფერმერები შეძლებენ გაარკვიონ, თუ როგორ გრძნობენ თავს ღორები. საბოლოო ჯამში, ეს ცხოველების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

მკვლევრები, ასევე, იმედოვნებენ, რომ მათი მეთოდი მომავალში ფერმების ხარისხის შეფასებას ხელს შეუწყობს, მომხმარებლებს კი სწორ არჩევანში დაეხმარება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა