თეგებით ძიება

ხელნაკეთი ანტენის გამოყენებით, მამაკაცი კოსმოსში მყოფ ასტრონავტებს ესაუბრა

რადიოკავშირების ენთუზიასტმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან (ISS) კონტაქტზე გასვლა შეძლო. რაც საინტერესოა, მან ეს ხელნაკეთი ანტენით მოახერხა.

"მე ამისთვის ბევრი ვიშრომე და FM თანამგზავრების მეშვეობით ISS-ზე გავედი. ყოველთვის მსურდა კოსმოსში მყოფ ასტრონავტთან მესაუბრა და მე ეს შევძელი. ISS-სთან კავშირზე გასვლისას ვუდი ჰოუბერგს ვესაუბრე", — თქვა კაცმა.

მიუხედავად იმისა, რომ ISS-ზე კოსმონავტებს ბევრი საქმე აქვთ, მათ რადიო ლიცენზიაც გააჩნიათ, რაც დედამიწაზე რადიოოპერატორებთან საუბრის საშუალებას იძლევა.

NASA, ESA, CSA და Roscosmos მონაწილეობენ სამოყვარულო რადიო სადგურის (ARISS) პროგრამაში, რომელიც სკოლის მოსწავლეებს კოსმოსურ სადგურთან დაკავშირების საშუალებას აძლევს. ამით ახალგაზრდებში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართ ინტერესის წახალისება ხდება.

"დაგეგმილი საგამანათლებლო ჩართვის გარდა კოსმონავტებთან რადიოთი კონტაქტზე გასვლა ძალიან იშვიათად ხდება. ISS-მა LOS-ში (მხედველობის არე) უნდა გაიაროს ზუსტად იმ დროს, რომელიც ასტრონავტების დასვენების მომენტს ემთხვევა. ასევე უნდა იყოს ასტრონავტი, რომელიც აქტიურად იყენებს სამოყვარულო რადიო აღჭურვილობას დაუგეგმავი კონტაქტების დასამყარებლად", — განუმარტა IFLScience-ს ერთ-ერთმა რადიოოპერატორმა.

თავის მხრივ, ISS-ის მოსმენა ბევრად უფრო ადვილია და ის მარტივ პროცედურას საჭიროებს. როგორც ჩანს, ჩვენს მთავარ გმირს მართლაც ძალიან გაუმართლა — მან მოისმინა და თავად ისაუბრა.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა