გორში მანქანა 70 წლის ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა
გორში, ვერხვების დასახლებაში გზაზე გადასვლის დროს მანქანა 70 წლის ქალს დაეჯახა. ის დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი TV მონიტორინგი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლია კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.