თეგებით ძიება

გორში, ძაღლის დაჭრისთვის დაკავებულს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ

კაცს, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში ძაღლი იარაღით დაჭრა, 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ის წინასწარი მოთავსების იზოლატორს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ 65 წლამდე კაცი ძაღლის დაჭრისთვის 13 იანვარს დააკავეს. მომხდარზე გამოძიება 259 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა თქვა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებდა და ირწმუნებოდა, რომ მას ცხოველისთვის ზიანის მიყენების განზრახვა არ ჰქონია. დაკავებული ამბობდა, რომ იარაღიდან მხოლოდ შესაშინებლად გაისროლა, რადგან ძაღლი მის მეურნეობას ზიანს აყენებდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა