თეგებით ძიება

რატომ წვება კატა პატრონის სხეულზე ?

1. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

მედიცინა უამრავ შემთხვევას იცნობს, თუ როგორ გადაარჩინეს კატებმა ადამიანები ინფარქტისა და ჰიპერტონიული შეტევისგან.

კატამ შესაძლოა პატრონი მოახლოებული ავადმყოფობის შესახებ გააფრთხილოს კიდეც - ამ დროს ფუმფულა მეგობარი პატრონს კრუტუნით ეტმასნება, თითქოს მის დაცვას ცდილობს.

კატა მიოკარდიუმის ინფარქტის განმეორების რისკსაც ამცირებს - საყვარელი ფისოს კალთაში ჩასმა და მოფერება არტერიული წნევისა და პულსის მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.

2. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს

ბევრმა არ იცის, რომ კატის მოფერება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობისთვისაც სასარგებლოა. ამ საქმისთვის განსაკუთრებით მოკლებეწვიანი ან უბეწვო კატები გამოდგება (სფინქსები, აღმოსავლური, აბისინიული, ტონკინი, კორატები, ეგვიპტური მაუ, სიამის).

3. სტრესი და დაღლილობა

გრძელბეწვიაბი კატები (ციმბირული, სპარსული, ბირმული, ნორვეგიული ტყის კატები) შესანიშნავ ფსიქოთერაპევტებად და ნევროპათოლოგებად მიიჩნევიან. ისინი ადამიანებს უძილობის, გაღიზიანების და დეპრესიის დროს არტერიული წნევისა და პულსის მოწესრიგებაში ეხმარებიან.

მკურნალობის პროცესში კატის ფერიც მნიშვნელოვანი ფაქტორია. კერძოდ:

შავი კატები ორჯერ მეტ ნეგატიურ ენერგიას იღებენ ადამიანისგან, ვიდრე სხვა ფერის კატები.

მოწითალო ფერის კატები თავად გასცემენ დადებით ენერგიას.

კრემისფერი კატები ჩვენს ენერგიას "აძლიერებენ".

თეთრი კატები კი შეუდარებელი მკურნალები არიან.

4. იმუნიტეტის გაძლიერება

ყოველდღიურად კატის კრუტუნის მოსმენა იმუნიტეტს აძლიერებს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კრუტუნი ულტრაბგერით მკურნალობას წააგავს, რომელიც ჭრილობების შეხორცებას, ძვლების ზრდას და გამაგრებას ეხმარება.

ცნობისთვის, სპარსულ კატებს სახსრების ტკივილთან და ოსტეოქონდროზის სიმპტომებთან გამკლავება შეუძლიათ.

5. სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა

გერონტოლოებმა (გერონტოლოგია შეისწავლის დაბერების პროცესებს და სიცოცხლის გახანგრძლივების მექანიზმებს) გამოიკვლიეს კატების გავლენა მათი პატრონების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე და დასკვნეს, რომ კატის პატრონები საშუალოდ, 10,3 წლით მეტს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვისაც კატა არ ჰყავს.

ამასთან, კატების პატრონებს უფრო სტაბილური არტერიული წნევა და სისხლში ქოლესტერინის დონე დაბალი აქვთ.

6. აკუპუნქტურა

კატას შეუძლია აკუპუნქტურისტის როლში მოგვევლინოს. მისი კნავილი და „თათებით მასაჟი“ რეფლექსოგენურ ზონებს ზუსტად ისე აღიზიანებს, როგორც აკუპუნქტურული მასაჟი. მკურნალობის ეს მეთოდი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება.

7. კატა, როგორც საინფორმაციო ხელსაწყო

ბიოენერგეტიკოსებს მიაჩნიათ, რომ კატა ნამდვილი ენერგეტიკული საინფორმაციო ხელსაწყოა:

თუ კატა პატრონს თავზე ხშირად აჯდება, ამ ადამიანს, სავარაუდოდ, ჰიპერტონია ან თავის ტკივილისკენ მიდრეკილება აქვს;

თუ კატა პატრონის მარცხენა მხარეს წვება, ეს გულის პრობლემებზე მიანიშნებს;

წელთან ახლოს - თირკმლის პრობლემებზე;

ფეხებთან ახლოს დაწოლა კი პატრონის დაბალ წნევაზე ან ხშირად გაციებაზე მიანიშნებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა