თეგებით ძიება

კერძო კომპანიამ გაზსადენი დააზიანა, ბუნებრივი აირის მიწოდება 9 100 აბონენტს შეუწყდა - "თბილისი ენერჯი"

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, კერძო კომპანიამ სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ მათი გაზსადენი დააზიანა, რის გამოც 9 100 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. 

კომპანიის ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 12 საათიდან დაიწყება და 21:00 საათამდე დასრულდება. კომპანია მომხმარებლებს სთხოვს, რომ არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.    

"სამგორის რ-ნში, ჯავახეთის ქ. 12-ის მიმდებარედ ერთ-ერთმა კომპანიამ მიწის ბურღვისას თბილისი ენერჯის კუთვნილი გაზსადენი დააზიანა. შედეგად გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა კახეთის გზ. 3ა, კახეთის გზ. 33ა (ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ) მდებარე შპს ,,პიტ სტოპი”-ს, ვარკეთილის ზემო პლატოს კორპ. 39, 40, 41, 42, 43, 43ა, 43ბ, 51, 51ა, 51ბ, კალოუბნის ქ. 22, 24დ. 2, 26დ. 3, 28დ. 4, 30დ. 5, 32, 33, 34, 35, 36, 38, 10-1ს/დ, ვარკეთილის მე-III მასივის 1, 3, 9, 10 კვარტლების (10-ჟ, 10-ე, 10-გ, 10-ზ, 10-ი), III მასივის დ-1, დ-8, 6-ვ. 97 (3 მასივის კვ. 6, კორპ. 9), (3 მასივის კვ. 3 – შპს ,,ენერგო სახლი”), გახოკიძის ქ. 6, ბერიაშვილის ქ. 7ა, შუამთის ქ. ,,ა” და ,,ბ”, ქიზიყის ქ. 3-ში მდებარე კორპუსების, აბაშვილის ქ. 3-ში მდებარე სამხედრო დასახლების საცხოვრებელი კორპუსების, რევაზ მამისაშვილის, რაზიკაშვილის, მშენებლეთა დასახლების, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ანდრია დადიანის (ნავთლუღ-კახეთის), ეკატერინე ბაღდავაძის ქუჩებზე, კახეთის ჩიხის, კახეთის გზ-ის კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომუნალურ, საზკვების ობიექტებს, მათ შორისაა საცხენისის ქუჩაზე (3 მასივის კვ. 1) მდებარე #210 ბაგა-ბაღი, Dშუამთის ქ. 20-ში მდებარე საჯარო სკოლა # 108, კახეთის გზატკეცილზე მდებარე მოსწავლეთა ახალგაზრდობის სასახლე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი, შპს ,,თეგეტა მოტორსი”, კალოუბნის ქ. 34-ში – შპს ,,იფქლი 1”, ქიზიყის ქ. 4-ში შპს ,,KASPIAN KREDO”, შპს ,, მიონზა”, კახეთის ჩიხში – საქართველოს რკინიგზის ფილიალს, შპს ,,ნიკორა ტრეიდს”, შპს ,,ქართუ უნივერსალს”, შპს ,, MჟA Gეორგია”-ს, სს ,,საქართველოს რკინიგზა”-ს, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიას, შპს ,,ჯითიეი ტრეიდს”, ფ/პ შოთა კევლიშვილს", - წერს Tbilisy Energy. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა