თეგებით ძიება

რა უნდა იცოდეთ დეველოპერული კომპანიის შესახებ? - რა დახმარება შეიძლება გაგიწიონ მათ?

ალბათ ხშირად გსმენიათ "დეველოპერული კომპანია", "დეველოპერი" - იცით ზუსტად რას ნიშნავს ეს სიტყვები? უკანასკნელი 2 ათეული წლის განმავლობაში უძრავი ქონების ბაზრის განვითარებასთან ერთად, დეველოპერული კომპანიების გავლენა გაიზარდა. ამ კომაპნიებს შეუძლიათ დიდი დახმარება გაგიწიოთ.

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია არის მრავალფუქციური ორგანიზაცია, რომელიც აშენებს, არემონტებს, ყიდის ან მარკეტინგულ და სხვა სახის მომსახურებას უწევს პარტნიორებს. დეველოპერმა შესაძლოა შეიძინოს მიწა ან უკვე აშენებული შენობა, რომელსაც შემდეგ განავითარებს/რენოვაციას გაუკეთებს. დეველოპერული კომპანია გაყიდვების წარმართვასა და მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვაში საკვანძო როლს ასრულებს. 

ისინი, ასევე თანამშრომლობენ სამშენებლო კომპანიებთან. ყველა დეველოპერული კომპანია მსგავსი პროფილისა და ზომის არაა. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ერთი მიმართულებით თავაზობს მომხმრებლებს მომსახურებას. დეველოპერები აქტიურად სამშენებლო სექტორში მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან გამოჩნდნენ.

მარტივი სიტყვებით, დეველოპერი არის მეწარმე, რომელიც ინვესტიციას ახორციელებს უძრავი ქონების შეძენაში, ახორციელებს სხვადასხვა სახის გაუმჯობესებას ( კაპიტალური რემონტი, დამატებითი შენობების დასრულება, გარემოს კეთილმოწყობა ლანდშაფტის დიზაინი), შემდეგ კი ყიდის მარკირებით, რაც, ყველა ხარჯის გამოკლებით, არის მოგება. ამრიგად, დეველოპერი არის ბიზნესმენი, რომელიც პოულობს ინვესტიციისთვის მომგებიან ქონებას, აკეთებს საჭირო გაუმჯობესებას და შემდეგ ყიდის ან ქირაობს მათ. სიტყვა დეველოპერი მომდინარეობს ინგლისურიდან to develop, რაც ნიშნავს "განვითარებას", "გაუმჯობესებას".

ამ ტიპის კომპანიები დიდ გუნდს აერთიანებს: არქიტექტორი, დიზაინერი, გრაფიკოსი, IT სპეციალისტი, იურისტი, პროექტების, სოციალური მედიის, მარკეტინგის, კონტენტის მენეჯერები და სხვა. გამოცდილ და კვალიფიციურ გუნდს შეუძლია ტქვენი ბიზნესის დაგეგმვასთან ერთად, აწარმოოს ეფექტური სარეკლამო კამპანია. როგორც ზემოთაა აღნიშნული, ყველა ფუნქციას მხოლოდ დაველოპერული კომპანია არ ითავსებს. ზოგიერთი მხოლოდ აშენებს, ზოგი კი გაყიდვებისა, პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით ეხმარება სხვა კომპანიებს.

საქართველოში ასეთი კომპანიაა - "Lemons Group" (ლემონს გრუპი). ის გთავაზობთ სრულყოფილ და მრავალმხრივ მომსახურებას. კომპანია უკვე 15 წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და დიდი ნაბიჯებით მიიწევს მწვერვალებისკენ. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლია ეწვიო კომპანიის საიტს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა