თეგებით ძიება

5 ყველაზე მაღალი შენობა თბილისში

თბილისის 5 ყველაზე მაღალ შენობა, რომელიც ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად ცვლის.

აქსის თაუერსი – 149,6 მ

"აქსის თაუერსი“ იგივე, როგორც „ქალაქი შენობაში“ – საცხოვრებელი კომპლექსი, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. შენობა შედგება ორი იდენტური, ტყუპი ცათამბრჯენისგან, რომლებიც განთავსებულია ერთმანეთის საპირისპირო მხარეს, რაც ქმნის ილუზიას, თითქოს „ტყუპები“ ბრუნავენ. აღნიშნული შენობები ერთდროულად არის, როგორც ერთმანეთის მსგავსი, ასევე განსხვავებული. მთლიანად შენობაში განთავსებულია 41 სართული, 4 მიწის ქვემოთ, 37 კი მიწის ზემოთ. მიწისქვეშა 4 სართული ავტოსადგომს მოიცავს. კომპლექსს 22 უსწრაფესი ლიფტი ემსახურება.

ალიანს ჰაილაინი – 138 მ

მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი “ალიანს ჰაილაინი” ისტორიულ ცენტრში, ჭავჭავაძის 49 ბ-ში მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს სოციალურ- საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურას.

ყველაზე მაღალ, ორმოც სართულიან შენობაში განლაგებულია დიდი ფართობის მქონე და მდიდრული რეზიდენციები. მეორე კოშკში შეგიძლიათ შეიძინოთ აპარტამენტები, ხოლო მესამე კოშკში განთავსებულია სასტუმრო.

სასტუმრო ბილტმორი – 136 მ

Biltmore Tbilisi Hotel არის პირველი მინის ცათამბჯენი საქართველოში და უმაღლესი სასტუმრო კავკასიის რეგიონში. აქ წარმოდგენილი 214 ძვირადღირებული ნომერი და ლუქსი გთავაზობთ ულამაზეს ხედებს ძველ და ახალ ქალაქზე, განსხვავებული ცხოვრების წესით და სენსაციური სპა და უნიკალური გასართობი არენით. Biltmore Tbilisi Hotel არის ურბანული თავშესაფარი ნებისმიერი ადამიანისთვის ან იდეალური პარტნიორი მათთვის, ვინც აწარმოებს ბიზნესს ქალაქში.

კინგ დევიდი – 117,7 მ

King David – მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ორ კოშკს: საოფისე King David ბიზნესს ცენტრსა და საცხოვრებელ King David Residence-ს. საცხოვრებელი კომპლექსი King David დედაქალაქის შუაგულში, მერაბ ალექსიძის, 12-ში მდებარეობს. ის ორი დიდებული კოშკისაგან, რომელთაგან ერთ-ერთი პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი სახლია, მეორე კი– ბიზნეს-ცენტრი. შენობა გამოირჩევა თავისი ელეგანტურობითა და შთამბეჭდავი შუშის კედლებით.

საცხოვრებელი კორპუსის სიმაღლე 32 სართულს აღწევს და აგებულია მონოლითურ–კარკასული ტექნოლოგიით.

თბილისი გარდენს – 108 მ

საცხოვრებელი კომპლექსი საბურთალოზე, უბნის ცენტრში მდებარეობს, რომელიც შემოსაზღვრულია სერგო ზაქარიაძესა და მიხეილ ასათიანის ქუჩებით, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ვაჟა-ფშაველას პირველი 1 ჩიხით. თბილისი გარდენს” ორიგინალური დიზაინის მქონე ნაგებობაა. კომპლექსის მაღლივი კორპუსის გლუვი ხაზები, მიშენებულ–ჩაშენებული ელემენტებით და თავისი ორიგინალურობით ყურადღების მიღმა არავის რჩება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა