ქობულეთში 65 წლის კაცი მოკლეს - მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია მისი მეზობელი
ქობულეთის სოფელ ლეღვაში 65 წლის კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, კაცი მეზობელმა, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს.
დაკავებულია ერთი პირი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.