თეგებით ძიება

0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე - ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო - პრემიერობის ახალი კანდიდატის გეგმები

"ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციისა და სიღარიბის პროცენტული მაჩვენებელი განულდება" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერობის კანდიდატმა სკანდალური მინიშნებაც გააკეთა, რომ მისი გუნდის ამბიციაა, ქვეყანაში იყოს ნულოვანი ოკუპაცია და ნულოვანი სიღარიბე. 

„ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევა. დღეს, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და საქართველოს მოსახლეობის 15 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. 

ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით და თვითკმაყოფილი საკუთარი თავით, რაც ამ ორ, პროცენტულ მაჩვენებელს გავანულებთ. 0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე - ეს არის „ქართული ოცნება“, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ, დღეს, პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და სამთავრობო გუნდისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრის კენჭს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა