თეგებით ძიება

„ლელოსთან“ ერთად როგორ უნდა მოვიგო, ვერ წარმომიდგენია - ვახტანგ მეგრელიშვილი

„ქართული ოცნების“ მთავარი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ ოპოზიცია არის დაქსაქსული, ერთმანეთს არ ენდობა, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთს აზარალებს. ასეთი ტყუილების და დაპირებების ფარგლებში, შეუძლებელია, თქვა, რომ ჩვენ ვართ ოპოზიცია და ვაპირებთ, ერთად მოვიგოთ. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მოვიგო „ლელოსთან“ ერთად,  – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, ოპოზიციაში დღეს მართლაც მძიმე მდგომარეობაა. 

„ჩვენი საზოგადოების, თუ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების მთავარ პრობლემად მივიჩნევთ იმას, რომ ოპოზიციაში მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაა,  რომელიც განპირობებულია მისკომუნიკაციით, უნდობლობით და იმ ისტორიით, რომელიც ოპოზიციას აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის, თუ რაღაცის შედეგად, ფაქტობრივად, არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მსგავსი 4-5 პარტია. შეიძლება, მეტიც. ფაქტობრივად, ეს არის ოპოზიციის მთავარი სისუსტე, რომელშიც ვერ ლაგდება ისეთი კონფიგურაცია, სადაც შეიძლება პოლიტიკური თამაშის ადეკვატურად წარმოება. ვერ ხერხდება, რომ ოპოზიცია ერთ მაგიდასთან დაჯდეს, თუნდაც ცივილურ ფარგლებში იდებატოს და მოსახლეობა დაარწმუნოს, თუ ის აღწევს წარმატებას შემდგომ არჩევნებზე, რა იქნება მოსახლეობის მომავალი.  როდესაც ისმის განცხადებები იმის შესახებ, რომ ვიღაც პირდება მაგალითად, 1 000-ლარიან პენსიას, როგორც „ლელოს“ შემთხვევაშია და შენც ზიხარ იგივე მაგიდასთან, მაგალითად, თქვენს სტუდიაში, ხომ ძალიან რთულია, ასეთ ოპოზიციურ ძალასთან არ შეხვიდე დებატებში, რადგან პირდაპირ, ღიად ატყუებს ამომრჩეველს. ან მაგალითად, მეორე შემთხვევა, ვიდრე ეთერში შემოვიდოდი მესმოდა, რომ ვიღაც აპირებს, ბიძინა ივანიშვილი გაუშვას მოსკოვში. ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ მე დავიკავებ შენს ადგილს, როგორც შენ ხარ, ვთქვათ, ერთპიროვნული მმართველი ამ ცენტრალიზებული სისტემის, ისე მე ვიქნები ერთპიროვნული მმართველი ცენტრალიზებული სისტემის და წინასწარ გიცხადებ, რომ ამის გაკეთებას ვაპირებ. ვერ ამიხსნით, თითოეულ ოპოზიცურ პარტიას კონკრეტულად  რა უნდა და რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან. შესაბამისად, როცა ასეთი სიტუაციაა, რთულია, ჩვენ გვქონდეს იმედი, რომ ოპოზიცია ახლა მართლა რაღაცაზე მოილაპარაკებს, დაკოორდინირდება და ა.შ. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ მთავარი სიძლიერე ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ ოპოზიცია არის დაქსაქსული, ერთმანეთს არ ენდობა და ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთს მნიშვნელოვნად აზარალებს. ფაქტობრივად, შეუძლებელია, ასეთი ტყუილების და დაპირებების ფარგლებში თქვა, აი, ჩვენ ვართ ოპოზიცია და ვაპირებთ, ერთად მოვიგოთ. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მოვიგო „ლელოსთან“ ერთად. რა არის ის შემთხვევა, როდესაც მე და ჩვენი პარტია მაგალითად, „ლელოსთან“ თანამშრომლობს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

მეგრელიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო პერიოდი ოპოზიციამ გაატაროს მაქსიმალურად  ერთმანეთთან დებატებში, რომ ამომრჩეველმა ის მაინც გაიგოს, საერთოდ ვინ, ვინ არის.

„ასეთ შემთხვევაში შეიძლება, რაღაც პერიოდში გაგვიჩნდეს შანსი, დავინახოთ, ვინ ვისთან შეიძლება. რაღაცნაირად თანამშრომლობის გზები და შესაძლებლობები გამონახოს. ასეთ შემთხვევაში, ამომრჩევლისთვის უფრო გასაგები იქნება, რა უნდათ ამ პოლიტიკურ პარტიებს. დღესდღეობით, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე რეალობაა, როდესაც  პოლიტიკური პარტიები ჯერჯერობით სავარაუდოდ ელოდებიან კვლევებს, რათა გადაწყვიტონ, როგორ დაკონფიგურირდნენ. ოპოზიციას ისედაც აქვს პრობლემები კოორდინაციაში, განსხვავებული ისტორიის და ისტორიულად ერთმანეთთან ურთიერთობის ცუდი გამოცდილების გამო, ამასთან ერთად, კანონით დადგენილი შეზღუდვები ოპოზიციას უშლის ხელს ერთმანეთთან კოორდინაციაში. საბოლოოდ, მგონია, თუ რამე შანსი გვაქვს, ოპოზიციამ ისე მაინც უნდა მოახერხოს გაერთიანება, რომ 5-პროცენტიანი ბარიერის მიღმა არ დარჩეს ბვერი, რაც გამოიწვევს ხმების „ქართული ოცნებისკენ“ გადამისამართებას და ამაში ძირითადად ხელისუფლებაა დაინტერესებული“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა