თეგებით ძიება

საუდის არაბეთის ახალი ქალაქი NEOM-ი ქართული წყლით მომარაგდება

„საუდის არაბეთის ახალი ქალაქი Neom-ი ქართული წყლით მომარაგდება“ - ასე უპასუხა BM.GE-ის მიერ პროექტის დეტალების შესახებ დასმულ კითხვას ბიზნესმენმა.

ლაშა პაპაშვილი ახალ ბიზნესპროექტს საუდის არაბეთის ინვესტორებთან ერთად იწყებს და ნატახტარში წყლის წარმოებას გეგმავს.

მისი თქმით, დღეს საუდის არაბეთიდან ჩამოსულ ბიზნესპარტნიორებთან შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა. ლაშა პაპაშვილი აღნიშნავს, რომ უცხოელ ინვესტორებთან ამ პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რამდენიმე ხნის წინ დაიწყო, თუმცა დამატებით დეტალებზე, ჯერჯერობით, ვერ საუბრობს.

„ჩვენი ჯგუფი ვაფორმებთ მემორანდუმს წყლის ჩამოსხმაზე. საუდის არაბეთი რიადისგან დამოუკიდებლად უმსხვილეს ქალაქს აშენებს და ვფიქრობ, ბევრი შესაძლებლობაა.

ჩვენ ნატახტართან წყლის მოპოვების ლიცენზია გვაქვს, რომელსაც საუდის არაბეთიდან ბიზნესპარტნიორებთან ერთად განვავითარებთ და პროექტი არაბული ინვესტიციით განხორციელდება. ჩამოსხმულ წყალს ექსპორტზე, არაბეთში, ექსკლუზიურად გავიტანთ“, - განმარტა ლაშა პაპაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა