თეგებით ძიება

მანქანაში მოწყობილი სამალავით 216 758 ლარის ოქროს ნაკეთობები შემოიტანა - დაკავებულია 1 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი "სადახლო საავტომობილო"-ს გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სალონში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 216 758 ლარის საბაჟო ღირებულების 1 735 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა