თეგებით ძიება

“ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს” - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეო მიმართვისთვის მადლობას უხდის.

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს ძალიან აფასებს.

„გმადლობ ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს”, - წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც განაცხადა, რომ ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა და ვერ შეძლო უკრაინისა და უკრაინელების სიმტკიცის გატეხა.

„რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია!”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა