თეგებით ძიება
02. 03. 2024 კულტურა

სოფიკო ჭიაურელის გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა

 16 წელი გავიდა დიდი ქართველი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის გარდაცვალებიდან. საქართველოს სახალხო არტისტი, 2008 წლის 2 მარტს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. სოფიკომ კარიერის მანძილზე 100-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა, მათგან გამორჩეულად დაამახსოვრა მაყურებელს თავი შესრულებული როლებით ფილმებში: "ვერის უბნის მელოდიები" (1973), "ნატვრის ხე" (1976), "დათა თუთაშხია" (1978) და ა.შ. ის შვიდჯერ იყო დაჯილდოვებული პრემიით "საუკეთესო ქალის როლისთვის" საერთაშორისო კონკურსებზე, რითაც საბჭოთა მსახიობებს შორის რეკორდი მოხსნა.

 სოფიკო 1937 წლის 21 მაისს, თბილისში დაიბადა. მამა-მიხეილ ჭიაურელი (1894-1974) საბჭოთა კინორეჟისორი იყო, დედა კი ცნობილი მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე (1897-1987). სკოლის დასრულების შემდეგ ჩააბარა მოსკოვის სახელმწიფო კინომატოგრაფიის ინსტიტუტში, რომელიც 1960 წელს დაასრულა და იმავე წელს გახდა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მისი დებიუტი კინოში 1956 წელს შედგა. მალევე 1964 წელს საქართველოს  დამსახურებული არტისტი გახდა, ხოლო 1976 წელს სახალხო არტისტი. 

ფოტოზე: გიორგი შენგელაია, სოფიკო ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე და მიხეილ ჭიაურელი (1973 წ.)

 სოფიკო ქორწინებაში ორჯერ იმყოფებოდა. პირველად რეჟისორ გიორგი შენგელიასთან, მეორედ კი მსახიობ კოტე მახარაძესთან. პირველი ქორწინებიდან დარჩა ორი ვაჟი. გარდა გასაოცარი სამსახიობო ნიჭისა, ახლობლები სოფიკოს იხსენებენ როგორც შესაშური იუმორის გრძნობისა და ქარიზმატულ პიროვნებად. სუფრებზე ის განთქმული თამადა იყო, გამოირცეოდა დახვეწილი ცეკვის სტილითა და მღეროდა კიდეც. სოფიკო ჭიაურელმა დაუვიწყარი კვალი დატოვა ქართულ კულტურაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა