6 ფრაზა, რომლებიც კამათის დროს თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს
1. "ვგრძნობ..."
ქვემოთ ჩამოთვლილი ფრაზები შეიძლება გამოიყენოთ, როდესაც იმ გულწრფელი ემოციების გამოხატვა გჭირდებათ, რომლებსაც კამათის დროს განიცდით:
"ვგრძნობ, რომ მე მადანაშაულებ..."
"ვგრძნობ, გულწრფელი არ ხარ..."
"თავს საშინლად ვგრძნობ."
"მეჩვენება, რომ ჩემი არ გესმის."
2. "დამშვიდება მჭირდება"
ეს ფრაზები გამოგადგებათ, როცა თავს განსაკუთრებით ემოციურად გრძნობთ და სიტყვებსა და აზრებს თავს ვერ უყრით:
"ახლა დამშვიდება და შენი მხარდაჭერა მჭირდება."
"უბრალოთ მომისმინე და შეეცადე, გამიგო."
"შეგიძლია, ჩამეხუტო?"
"შეგიძლია, იმაზე დაფიქრდე, როგორ მაყენებ ტკივილს შენი სიტყვებით?"
3. "მაპატიე"
გამოიყენეთ ეს ფრაზები, როცა გრძნობთ, რომ ძალიან შორს წახვედით და უკან დახევა გჭირდებათ:
"რაღაც არაადეკვატურად გითხარი, გონება ამერია, ბოდიში."
"უფლება მომეცი, კიდევ ერთხელ ვცადო სწორად იმის თქმა, რაც მინდოდა, რომ მეთქვა."
"ვაღიარებ, რომ ამაში ჩემი წილი დანაშაულიცაა."
"როგორ შემიძლია გამოვასწორო?"
4. "მოდი გავჩერდეთ"
ეს ფრაზებიც დაგეხმარებათ, რომ კამათი რადიკალურ ზომამდე არ მიიყვანოთ:
"გთხოვ, ცოტა ხნით ჩუმად ვიყოთ."
"მოდი, შევთანხმდეთ, რომ ამ საკითხში არ ვეთანხმებით ერთმანეთს."
"მოდი, ისევ განვიხილოთ ყველაფერი."
"საკმარისად ვისაუბრეთ. მოდი, დავისვენოთ და სხვა რაღაცებიც განვიხილოთ."
5. "შევთანხმდეთ"
ეს ფრაზები კონფლიქტიდან მშვიდობიანი გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ:
"ვფიქრობ, შენი აზრი მნიშვნელოვანია და ვიზიარებ."
"შენ ჩემს დარწმუნებას იწყებ."
"მგონია, თუ გულწრფელად ვილაპარაკებთ და ერთმანეთს გავითვალისწინებთ, შეთანხმებამდეც მივალთ."
6. "მე შენ გაფასებ და მესმის შენი"
ეს ფრაზები გამოგადგებათ, თუ გსურთ, თქვენს დაძაბულ საუბარს პოზიტივი შემატოთ და ზოგადად კონფლიქტის მშვიდობიან შედეგამდე მიიყვანოთ:
"მიყვარხარ."
"შენი მესმის."
"ეს მხოლოდ შენი ბრალი არ არის, ჩემი პასუხისმგებლობაცაა."
"მესმის, რასაც გულისხმობ."