თეგებით ძიება

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

კომპანია „თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 7 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ელექტროენერგიის აღდგენის გრაფიკი რაიონებისა და ქუჩების მიხედვით ასეთია:

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანის (ნაწილობრივ) და კოჯრის გზატკეცილის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ოთარ ჭილაძის, ქართველიშვილის, კუტუზოვის, მიცკევიჩის, ამბროლაურის, ბუდაპეშტის, იონა ვაკელის, ტაშკენტის და გამრეკელის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ოთარ ჭილაძის, ქართველიშვილის, ამბროლაურის, ბუდაპეშტის და იონა ვაკელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, პეტრე იბერის, დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა