თეგებით ძიება

ასაფრენი ბილიკი და სარკინიგზო გზა ერთმანეთს კვეთენ - რომელია მსოფლიოში ყველაზე საშიში აეროპორტი

არა­ვის სურს იმ თვითმფრი­ნავ­ში აღ­მოჩ­ნდეს, რო­მე­ლიც "მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სა­ში­ში" აე­რო­პორ­ტი­დან მიფ­რი­ნავს, ან მოფ­რი­ნავს.

სა­უ­ბა­რია ახალ ზე­ლან­დი­ა­ში, გიზ­ბორ­ნის აე­რო­პორტზე.

საქ­მე ისაა, რომ აე­რო­პორ­ტის მთა­ვარ ასაფ­რენ ზოლ­ზე სარ­კი­ნიგ­ზო ხაზი გა­დის. ეს ნიშ­ნავს, რომ თვითმფრი­ნა­ვი შე­იძ­ლე­ბა აქ ზუს­ტად მა­შინ აფ­რინ­დეს ან მა­შინ და­ეშ­ვას, როცა გზას მა­ტა­რე­ბე­ლი კვეთს.

ეს ამ­ბა­ვი შე­მაძ­რწუ­ნებ­ლად ჟღერს რო­გორც პი­ლო­ტე­ბის­თვის, ისე თვითმფრი­ნა­ვის მგზავ­რე­ბის­თვის, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად მა­ტა­რებ­ლე­ბი ამ აე­რო­პორ­ტს წე­ლი­წად­ში მხო­ლოდ 15-ჯერ კვე­თენ.

ეს რე­ა­ლუ­რად, მხო­ლოდ ზა­ფხულ­ში და საკ­რუ­ი­ზო გე­მე­ბის ვი­ზი­ტის დროს ხდე­ბა, რად­გან ამ უც­ნა­უ­რი სცე­ნის და­ნახ­ვა ტუ­რის­ტებს ძა­ლი­ან მოს­წონთ.

სა­ჰა­ე­რო მოძ­რა­ო­ბის მა­კონ­ტრო­ლებ­ლებ­სა და პი­ლო­ტებს შო­რის დიდი კო­ორ­დი­ნა­ცია და და­გეგ­მვაა სა­ჭი­რო, რო­დე­საც ეს გა­დაკ­ვე­თა ხდე­ბა - გან­სა­კუთ­რე­ბით იმი­ტომ, რომ აე­რო­პორ­ტი ყო­ველ­დღი­უ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

რო­გორც "დე­ი­ლი მე­ი­ლი" წერს, აე­რო­პორ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის რთუ­ლი ამო­ცა­ნაა, მარ­თოს დაფ­რე­ნა გა­დამ­კვეთ ასაფ­რენ ზოლ­ზე მოქ­მე­დი სარ­კი­ნიგ­ზო მარ­შრუ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, რო­მელ­საც ასე­ვე, თა­ვი­სი და­გეგ­მი­ლი მარ­შრუ­ტი აქვს. აე­რო­პორ­ტი მთა­ვა­რი კავ­ში­რია გიზ­ბორ­ნის პა­ტა­რა რე­გი­ონ­ში შე­სას­ვლე­ლად და 60-ზე მეტ შიდა ფრე­ნას მას­პინ­ძლობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა