თეგებით ძიება
06. 03. 2024 მსოფლიო

რა გზა განვლო ემანუელ მაკრონმა - საფრანგეთის პრეზიდენტის განათლება, კარიერა და პირადი ცხოვრება

საფრანგეთის 25-ე პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რუსეთის წინააღმდეგ გაჟღერებული მისი მკვეთრი პოზიციების გამო, მედიის ყურადღების ეპიცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ცოტა ხნის წინ მან ევროპელ კოლეგებს მეტი სითამამისკენ მოუწოდა.

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტის მოვალეობას 2017 წლიდან ასრულებს. რა გზა განვლო მან აქამდე?

 ემანუელ მაკრონი დაიბადა 1977 წლის 21 დეკემბერს, ჩრდილოეთ საფრანგეთში მდებარე სომის დეპარტამენტში, ქალაქ ამიენში, ექიმების ოჯახში. მაკრონი ბავშვობაში კათოლიკედ მოინათლა, თუმცა მოგვიანებით აგნოსტიკოსი გახდა. ის უკრავდა ფორტეპიანოზე, თუმცა საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ჩააბარა პარიზის ნანტერის უნივერსიტეტში, ფილოსოფიაზე. აქვე მიიღო მაგისტრის ხარისხი, რომელიც მაკიაველსა და ჰეგელს ეხებოდა. კარიერის დასაწყისში მუშაობდა რედაქტორად. მან მეორე მაგისტრის ხარისხი მიიღო ელიტურ პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში-Science Pro ეკონომიკის მიმართულებით და გარკვეული პერიოდი ამ განხრით მუშაობდა. (სხვათაშორის ეს განათლება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მიიღო).

 სტუდენტობიდან მაკრონი სოციალისტური პარტიის მხარდამჭერი იყო 2009 წლამდე, ხოლო პირველი პოლიტიკური თანამდებოდა როგორც ელიზეს გენერალური მდივნის მოადგილემ 2012 წელს დაიკავა. 2014 წელს კი ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრი გახდა. 2017 წლის 14 მაისს 39 წლის მაკრონი, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა  საფრანგეთის ისტორიაში. მან მეორე ტურში მარინ ლე პენი დაამარცხა ხმათა 66%-თ. 2022 წელს  მან თითქმის იგივე შედეგებით კვლავ დაამარცხა კონკურენტი და მეორე ვადას შეუდგა.

 მისი პრეზიდენტობის დროს მაკრონმა მხარდაჭერა გაუწია შრომის კანონების , გადასახადებისა და პენსიების რამდენიმე რეფორმას. პოლიტიკური ოპონენტების მიერ „მდიდრების პრეზიდენტად“ წოდებულმა, მისი საშინაო რეფორმების წინააღმდეგ მზარდი პროტესტით და გადადგომის მოთხოვნით აღნიშნა მისი პრეზიდენტობის პირველი წლები, 2018-2020 წლებში კულმინაციას ყვითელი ჟილეტების პროტესტი და საპენსიო რეფორმის გაფიცვა მოჰყვა . 2020 წლიდან ის ხელმძღვანელობდა საფრანგეთის პოლიტიკას COVID-19 პანდემიისა და ვაქცინაციის გავრცელებაზე . 2023 წელს, მისი პრემიერ მინისტრის, ელისაბედ ბორნის მთავრობამ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც საპენსიო ასაკს 62-დან 64 წლამდე ზრდიდა ; საპენსიო რეფორმები საკამათო აღმოჩნდა და გამოიწვია საჯარო სექტორის გაფიცვები და ძალადობრივი პროტესტი . საგარეო პოლიტიკაში მან მოუწოდა რეფორმების გატარებას ევროკავშირში ( EU) და მოაწერა ხელი ორმხრივ ხელშეკრულებებს იტალიასთან და გერმანიასთან. მან გააგრძელა ოპერაცია „ჩამალი“ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში და შეუერთდა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ კამპანიას.

 ის ცნობილია იმითაც, რომ ქორწინებაში იმყოფება მასზე 24 წლით უფროს ყოფილ მასწავლებელთან, წყვილი ერთად ცხოვრობს პარიზში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა