თეგებით ძიება

„მანდატურის სამსახური ჩავაყენეთ საქმის კურსში“ - რას ამბობს 12 წლის გოგონას სექსუალური შევიწროების შესახებ სკოლის დირექტორი?

იცოდა თუ არა სკოლამ, რომ 12 წლის გოგონას პედოფილიაში მხილებული მამაკაცი სკოლის ტერიტორიაზეც ავიწროებდა - პირველი ინტერვიუ სკოლის დირექტორთან, რომლის მოსწავლეც გარყვნილი ქმედების მსხვერპლი გახდა. დირქტორი ადასტურებს, რომ მსგავსი ფაქტი სკოლის მიმებარე ტერიტორიაზე ნამდვილად მოხდა, თუმცა ამის შემდეგ მას შემდეგ გაიგეს, რაც მშობელმა პოლიციას მიმართა. 

მშობელმა თქვა, ოღონდ მეორე დღეს გავიგეთ ამ ფაქტის შესახებ და როგორც გავიეგთ მერე, უკვე პოლიცია საქმის კურსში იყო, ჩვენც მანდატურის სამსახური ჩავაყენეთ საქმის კურსში, სოციალური სამსახური, ფსიქოლოგის დახმარებაც შევთავაზეთ ამ ბავშვს. ყველა ეტალი გავიარეთ ისე, როგორც საჭირო იყო. როგორც ვიცით, ის პიროვნება დაკავებულია, დანარჩენი მეტი არაფერი. გოგონა დადიოდა სკოლაში, მეორე დღესაც იყო სკოლაში და არ გაუცდენია. არავინ არაფერი იცოდა, მშობლისგან გავიგეთ ჩვენ ეს ამბავი, - ამბობს სკოლის დირექტორი. 

სკოლის მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 40 წლის მამაკაცია დაკავებული. მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ პიროვნებას ხელბორკილები რუსთავში დაადეს. სავარაუდო მსხვერპლი 12 წლის გოგონაა, რომელიც მეზობელმა მამაკაცმა ჯერ სახლში მიიტყუა, პორნოგრაფიული ვიდეო აჩვენა, შემდეგ კი გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. 

საქმეზე გამოძიება დაწყებულია. სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა არასწრულწლოვანმაც.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა