თეგებით ძიება

იაპონიის დამანგრეველი მიწისძვრიდან 13 წელი გავიდა

 2011 წლის 11 მარტს, ადგილობრივი დროით 14:46 სთ-ზე, ტოჰოკუს რეგიონში, წყნარ ოკეანეში 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მწისძვრა მოხდა. ძლიერი ბიძგები 6 წუთს გაგრძელდა და ცუნამი მოჰყვა, ასევე მწყობრიდან გამოვიდა ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგური. ბოლო მონაცემებით მიწისძვრას 20,000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით კი დაშავდა და დაიკარგა.

 

 ეს იყო იაპონიის ისტორიაში უძლიერესი მიწისძვრა.

ზოგადად ის გეოგრაფიული რეგიონი სადაც იაპონიაა, სესმურად ძალზედ აქტიურია და მას ცეცხლოვანი ნახევარკალის სახელით მოიხსენიებენ.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, პირველ 9 მაგნიტუდიან ბიძგს მალევე მოჰყვა 6 და 7.4 მაგნიტუდის განმეორებითი ბიძგები. წყალქვეშა ბიძგების ჰიპოცენტრი 29 კმ.-ის სიღრმეში იყო. უახლოესი დიდი ქალაქი ეპიცენტრთან იყო სენდაი 130 კმ.-ში. ტრაგიკულ დღეებს მსოფლიოს მასშტაბით ყველა საინფორმაციო საშუალება გადმოსცემდა. მიწისძვრისა და ცუნამისგან მოყენებულმა ზარალმა 360 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. იაპონიას მრავალმა ქვეყანამ გაუწია დახმარება. იაპონიის პრემიერ-მინსიტრმა ნაოტო კანმა შეაფასა მიწისძვრა როგორც "მეორე მსოფლიო ომის დასრულების 65 წლის შემდეგ, ეს არის ურთულესი და უმძიმესი კრიზისი, რომლის წინაშეც იაპონია დამდგარა."


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა