ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დღეს, განცხადების საფუძველზე დატოვა.
ცნობისთვის, სოსო რამიშვილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა.