თეგებით ძიება

რუსებს, ავტომობილში მოწყობილი სამალავებით, ლარსიდან არადეკლარირებული რუბლები შემოჰქონდათ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში  "ყაზბეგი" არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის 2 ფაქტი აღკვეთეს.

მათივე ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან, ჯამში, 18 000 850 რუსული რუბლი ამოიღეს. 

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, ჯამში, 18 000 850 რუსული რუბლი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 524 320,63 ლარი შეადგინა" - წერია განცხადებაში. 

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად,  სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, თანხის სრულად ჩამორთმევა განესაზღვრათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა