20 მარტი ოთარ ჭილაძის დაბადების დღეა
დღეს, 20 მარტს ოთარ ჭილაძეს დაბადებიდან 91 წელი შეუსრულდებოდა.
ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი ოთარ ჭილაძე 1933 წლის 20 მარტს სიღნაღში დაიბადა.
ჭილაძე 2009 წლის 1-ელ ოქტომბერს, 76 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული. მისი პანთეონში დაკრძალვა თბილისის მერიამ საქართველოს საპატრიარქოსთან და პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
1998 წელს ჭილაძე ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის განხრით.