თეგებით ძიება

„სულ ვგრძნობ, რომ ჩემი შვილი ჩემთან არის" - როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს დოდო გუგეშაშვილი?

აფხა­ზე­თის ომის ვე­ტე­რა­ნი, დოდო გუგეშაშვილი შვილის მკვლელობიდან წლის შემდეგ ambebi.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს, რო­გორია მისი ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ:

- ჩემს თავს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე რთუ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­მი­ტარ­და, დიდ­ხანს მქონ­და წო­ლი­თი რე­ჟი­მი და სა­კუ­თარ თავ­ში ვი­პო­ვე ძალა, რომ საქ­მეს დავ­ბრუნ­დე­ბო­დი. ამა­ში ისევ ჩემი შვი­ლი და­მეხ­მა­რა, ჩვენ დე­დაშ­ვი­ლო­ბის გარ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. ვიცი, რომ მას სხვა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩემი ყოფ­ნა არ გა­ა­ხა­რებ­და, არ მი­მი­ცია თა­ვის­თვის უფ­ლე­ბა, რომ მხო­ლოდ სა­კუ­თარ ტრა­გე­დი­ა­ში მე­ცხოვ­რა. ასე­ვე ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ჩემი მო­ძღვა­რი, მამა ლე­ვან ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი, ჩემი მე­გობ­რე­ბი, ის დე­დე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნო­ბას შეს­წი­რეს შვი­ლე­ბი. წლე­ბია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია მაქვს, "და­ი­ცა­ვი შენი წილი სამ­შობ­ლო". ჩვენ არა­ვის­გან არ ვი­ღებთ ფულს, სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით. გვაქვს მი­ნი­მა­ლუ­რი სა­წევ­რო, ოფი­სიც არ გვაქვს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ზე ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას დამ­კვირ­ვებ­ლის სტა­ტუ­სით.

- 2020 წელს და­ა­კა­ვეს ტრა­გე­დი­ის მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე ზაზა მურ­ჯიკ­ნე­ლი, რო­მელ­საც 20 წელი მი­უ­სა­ჯეს, ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან რისი თქმა შე­გიძ­ლი­ათ?

- მე მას­თან არა­სო­დეს არ მქო­ნია გა­დაკ­ვე­თის წერ­ტი­ლი, საქ­მეს ჰყავს დამ­კვე­თი, რო­მე­ლიც შე­ას­რუ­ლა კი­ლერ­მა მურ­ჯიკ­ნელ­მა. ახ­ლაც ასე ვფიქ­რობთ, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლო­დან არ ყო­ფი­ლა შეკ­ვე­თი­ლი, მაგ­რამ არ ვი­ცით სა­ი­დან იყო.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ, რომ ის არის კი­ლე­რი?

- დიახ, მე ამო­ვი­ცა­ნი. ძა­ლი­ან კარ­გად იმუ­შა­ვა მა­შინ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნომ, ან­ძე­ბი, მისი მან­ქა­ნა, იმ დღეს რო­დე­საც მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა, ის ცრუ მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლებ­საც უნდა და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნათ რომ თბი­ლის­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და მკვლე­ლი, სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ტყდნენ, რომ არ უნა­ხა­ვად რე­ა­ლუ­რად. იყო უამ­რა­ვი სხვა ფაქ­ტო­რიც, მო­სა­მარ­თლის მიერ სან­ქცი­რე­ბუ­ლი მოს­მე­ნა, სა­დაც ვე­რა­ვინ წა­ვი­დო­და იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. მე მას­თან არა­სო­დეს მქო­ნია გა­დაკ­ვე­თის წერ­ტი­ლი. რო­გორც გა­ირ­კვა იყო ჯერ იგორ გი­ორ­გა­ძეს­თან, შემ­დეგ კუდ­ში, ასე­ვე იყო ეგ­რეთ წო­დე­ბულ მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის იყო გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი, ესეც გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, თო­რემ მე მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი. საკ­მა­ოდ დიდი დრო დას­ჭირ­და გა­მო­ძი­ე­ბას, ორი წელი, რომ ამ ადა­მი­ა­ნის კვალ­ზე გა­სუ­ლიყ­ვნენ, რო­მე­ლიც კი­ლე­რი აღ­მოჩ­ნდა.

- მისი მი­ზა­ნი რა იყო?

- არ ვიცი, ვე­რა­ფერს გე­ტყვით, სა­ვა­რა­უ­დოდ დამ­კვეთს ჰქონ­და და­ვა­ლე­ბუ­ლი ჩემი და ჩემი ვა­ჟის ლიკ­ვი­და­ცია. ჩემი ფაქ­ტო­რი იყო მთა­ვა­რი, ოღონდ არ ვიცი რა­ტომ. ჩემს ვაჟს რამ­დე­ნი­მე­ჯერ ჰყავ­და ნა­ნა­ხი და არც ის უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ცო­ცხა­ლი, რომ შემ­დეგ არ ამო­ეც­ნო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი შვი­ლი შე­ე­ბა მას, ერ­თა­დერ­თმა ტყვი­ამ, რო­მე­ლიც სა­ძი­ლე არ­ტე­რი­ა­ში მოხ­ვდა, და­ამ­თავ­რა ჩემი სი­ხა­რუ­ლი.

- წლე­ბის მან­ძილ­ზე ცნო­ბი­ლი იყა­ვით, რო­გორც ძლი­ე­რი ქალი. ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ყვე­ლა ელო­და რო­გორ დაბ­რუნ­დე­ბო­დით სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში....

- მე უნდა დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი და დავ­ბრუნ­დი. არ მი­მი­ცია ჩემი თა­ვის­თვის იმის უფ­ლე­ბა, რომ ეს ტრა­გე­დია არ გა­და­მე­ტა­ნა. მარ­ტო მე არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ ცხოვ­რე­ბა­ში სი­ხა­რუ­ლი და­ამ­თავ­რა. არი­ან დე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც აგ­რძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას უსი­ხა­რუ­ლოდ და არ ნებ­დე­ბი­ან ტრა­გე­დი­ას.

ახ­ლაც იგი­ვე საქ­მე გა­ვაგ­რძე­ლე, რომ­ლი­თაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავს ამო­ცა­ნას და­უ­სა­ხავს, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და ტრა­გე­დი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ის უნდა შე­ას­რუ­ლოს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია უფ­ლი­სად­მი რწმე­ნაც ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა, და ის მა­გა­ლი­თე­ბი რაც ჩემს ირ­გვლივ არსებობს.

ვრცლად


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა