რა ხდება ამ წუთებში სკოლასთან, სადაც მოსწავლეების ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს?
თბილისში, ერთ-ერთ სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. ერთ-ერთმა მოსწავლემ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
განათლების სამინისტროს ცნობით, მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამჟამად ინციდენტი ამოწურულია და მიმდინარეობს სასწავლო პროცესის აღდგენა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე მოსწავლე, შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა არცერთი მათგანის მდგომარეობა რთული არ არის.