თეგებით ძიება

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცი დაღუპული იპოვეს

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცი დაღუპული იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

ის ადგილობრივი, 50 წლამდე ასაკის პირია, რომელიც 6 დამსვენებელთან ერთად, ბურანებით ოშორა-ოთას მონაკვეთზე იმყოფებოდა, რა დროსაც ზვავი მოწყდა და თოვლის მასამ მოიყოლა.

ცხედრის გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს და ელოდებიან ვერტმფრენს.

რაც შეეხება დამსვენებლებს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა