თეგებით ძიება

"50 წლამდე ასაკის პირია, ცხედრის გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება" - რა ხდება ბაკურიანში, სადაც ზვავში მოყოლილი კაცი დაღუპული იპოვეს? (ვიდეო)

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცი დაღუპული იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

ის ადგილობრივი, 50 წლამდე ასაკის პირია, რომელიც 6 დამსვენებელთან ერთად, ბურანებით ოშორა-ოთას მონაკვეთზე იმყოფებოდა, რა დროსაც ზვავი მოწყდა და თოვლის მასამ მოიყოლა.

ცხედრის გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს და ელოდებიან ვერტმფრენს.

რაც შეეხება დამსვენებლებს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა