თეგებით ძიება

27 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ლაზარეს შაბათს აღნიშნავს

დიდმარხვის მე-6 შვიდეულის შაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას, ლაზარეს შაბათს აღნიშნავს.

ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავის მეგობრის, ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინებას (იოანე 11. 1-45). ეს არის აგრეთვე დღესასწაული ქართული ენისა, რამეთუ „სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან“ („ქება და დიდება ქართული ენისა“).

ქართველ ხალხს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება ძველთაგანვე ქართული ენისა და სრულიად საქართველოს აღდგინების სიმბოლოდ მიაჩნია.

საეკლესიო წესით, ლაზარეს შაბათი მარხულთათვის ხსნილია თევზით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა